1-ელი თებერვლიდან, საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის რეგულაციები შემსუბუქდება

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგულაციები შემსუბუქდება.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით შემოვლენ, იმ შემთხვევაში თუ, ქვეყანაში დაბრუნებიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯებით ისევ გაიკეთებენ პისიარ ტესტს, 8 დღიანი თვითზილაციისგან გათავისუფლდებიან.

„1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენის ამოქმედებისას საქართველოს მოქალაქეებისათვის ხდება შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური პისიარ ტესტით და ძველებურად 8 დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი პისიარ ტესტი ჩაიტარონ, ამ შემთხვევაში თავისუფლები არიან თვითიზოლაციისგან“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავს განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ქვეყანაში შემოსვლისას არ ექნებათ ნეგატიური „პისიარ“ ტესტი, მათ 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია დაუწესდებათ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …