გერმანულ-კვიპროსული გემთმფლობელი კომპანია თავის ხომალდებზე 10%-ით მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს

22 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და გერმანული გემთმფლობელი კომპანია -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით. დღეის მონაცემებით -ი 1000-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს ასაქმებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის განცხადებით, ამ რიცხვის მინიმუმ 10%-ით ზრდას გეგმავენ. აღსანიშნია, კომპანიის გააქტიურება საკრუინგო ბიზნესში ქართველების დასაქმების მიმართულებითაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კომპანიის დირექტორატთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის ზრდაზე შეთანხმდენენ. სწორედ, აღნიშნულ მიზანს მოემსახურება მემორანდუმი.
– „დღევანელ დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „კოლუმბია შიპმენეჯმენტის“ დირექტორატთან, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი 10%-ით გაზრდიან თავიანთ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებლს. აღნიშნული კომანია წარმოადგენს გერმანულ-კვიპროსულ კომპანიას და გამოირჩევა ძალიან მაღალი სციალური პირობებით, და შესაბამისად, ღირსეულად ასაქმებენ ჩვენს მეზღვაურებს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელს შორისაც, რაც პირველ რიგში, სტუდენტების, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს და სტუდენტებსაც გაესაუბრნენ.

„დღესვე მიიღო დავალება საზღვაო აკადემიამ, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა „კოლუმბია შიპმენეჯმენტთან“, ხოლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება და უკვე შეირჩა 40 სტუდენტი იმისათვის, რომ მათ გაატარონ წვრთნები საერთაშორისო ნაოსნობაში. ეს არის ის მინიმალური ციფრი, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს ჰაჯიპეტროვი და საოპერაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და საზღვაო დირექტორი, კაპიტანი ლეონიდ ზალენსკი ქართველ მეზღვაურებს შეხვდნენ და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს კომპანიის მფლობელობასა და მართვაში არსებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე. გემთმფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველო იყო და რჩება სანდო და პროფესიონალი კადრების მიწოდების მნიშვნელოვან წყაროდ.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380-მდე გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი. 1999 წლიდან დღემდე ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …