ჰუალინგ დაზღვევის შეძენა ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი

თბილისი (BPI) – ჰუალინგ დაზღვევა და ბაზისბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში მარტივად, რამდენიმე წუთში, შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტი – ავტოდაზღვევა  საუკეთესო პირობებით. პროდუქტი ითვალისწინებს ისეთი გავრცელებული რისკებისგან დაზღვევას, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი. ასევე, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელიც სხვისი მანქანის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებს მესამე პირის ქონების შეკეთებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს.

უახლოეს მომავალში, ბაზისბანკის სერვისცენტრებში შესაძლებელი გახდება სხვა დაზღვევის ტიპის ფინანსური პროდუქტების შეძენაც.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა შვილობილი კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“. კომპანია გამოირჩევა ყველაზე მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. ბანკის ჰოლდინგური განვითარება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი ერთ წერტილში.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …