ჰუალინგის თიზ–ში პლასტმასის გადამამაუშავებელი საწარმოების მშენებლობაში $3,8 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება

თბილისი (BPI) – ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისში , პლასტმასის გადამამაუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

ინვესტიციის საერთო მოცულობა 3,8 მლნ დოლარია.

ქარხნებში წარმოებული პლასტმასის გრანულები ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა.

პირველ ეტაპზე კომპანიები პლასტმასის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ. მეორე ეტაპი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას.

საწარმოებში 270 ადამიანი დასაქმდება.

შემთხვევითი სიახლე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის …