ჰოლანდიელი ინვესტორი ანაკლიის პორტში $5 მილიონს დებს

თბილისი (BPI) -„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდება, რის სანაცვლოდაც პროექტში 5 მლნ დოლარს ჩადებს.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა უკვე მისცა. ამ კომპანიამ   გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.

მთავრობა პროექტში კიდევ ერთი ინვესტორის შესვლის საკითხს სწავლობს. ეს არის ყაზახურ-ჰონგ-კონგური კომპანია „მერიდიანი“, რომელმაც ამერიკული „კონტი ჯგუფი“ უნდა ჩაანაცვლოს. 

სამთავრობო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ კომპანიასთან დაკავშირებით 29 ოქტომბრამდე მიიღებს. 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველო – ამ უნიკალურ ქვეყანაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ – Harper’s Bazzar

ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია …