ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება – გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 7,8 და 9 ივლისს ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის დიღმის სამედიცინო ცენტრში გიწვევთ.

ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს მიმართოს აღნიშნულ კლინიკას, პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: 322 515230/577 40 85 21, პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:30 საათამდე.

ასევე ივლისი-აგვისტოს პერიოდში უფასო კონსულტაციას კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური მიმართულებით გთავაზობთ Tbilisi Heart Center/თბილისის გულის ცენტრი, როგორიცაა: ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ქვემო კიდურების დუპლესკანირება (საჭიროებისამებრ).

თუ გაწუხებთ გულის (ტკივილი, არტერიული წნევა, არითმია) და ქვემო კიდურების პრობლემები (ტკივილი, სიმძიმე ქვედა კიდურებში) დაგვიკავშირდით ვიზიტზე ჩასაწერად ცხელ ხაზზე: 322 50 81 06.

მიღების დღეები: კარდიოლოგიური კონსულტაცია: ოთხშაბათი: 17:00-19:00 და შაბათი: 11:00-15:00

ანგიოლოგიური კონსულტაცია: ხუთშაბათი: 12:00-17:00, გასათვალისწინებელია, რომ აქცია განკუთვნილია 50 წელს ზემოთ ასაკის პირთათვის.

ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგისა და კონსულტაციების დღეები ასევე გრძელდება ჩაფიძის გულის ცენტრშიც. 3 და 17 ივლისს, 7 აგვისტოს, ყველა მსურველს გაქვთ შესაძლებლობა, მიმართოთ აღნიშნულ კლინიკას, სრულიად უფასოდ გაესინჯოთ და პროფესიონალ კარდიოლოგებთან გაიაროთ კონსულტაცია. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: +995 322 40 23 17 ან +995 322 40 23 22, 09:30-17:30 საათამდე, მისამართი: ნ. ჯავახიშვილის ქ. #1. პაციენტების მიღება 10:00-16:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება. კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 1000-ზე მეტმა პაციენტმა.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …