ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა ერთ წელში 9000-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 9000-ით მეტი ჰიბრიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა იმპორტირებული.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცვემებით, 2017 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 16 471 ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება, 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა 25 554-ს მიაღწია.

კავშირში ამბობენ, რომ წელს ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება. “ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა  ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზე“, – განმარტავენ კავშირში.

ასევე აცხადებენ, რომ საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები,  რამაც გამოიწვია ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის  განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  გაიარა: 249 019 ასს, აქედან გამართული იყო  – 136 277 ასს, დახარვეზდა  – 112 068 ასს, განმეორებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაზე დახარვეზდა – 4 955 ასს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …