ჯორჯიან ქარდმა 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

თბილისი (BPI) – სს „ჯორჯიან ქარდი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც PCI 3DS (Three – Domain Secure) სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა.

3D უსაფრთხოების დონე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაცვის დამატებითი მექანიზმი ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. აღნიშნული სერვისით სარგებლობა VISA, Master Card, და American Express ტიპის საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი და Verified by Visa, MasterCard Secure Code , Amex Safe Key-ის მხარდაჭერა გააჩნია.

„ჯორჯიან ქარდის“ საერთაშორის საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისის მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა მოამზადა. „ჯორჯიან ქარდის“ სისტემაში, საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისი 2014 წლიდან არის დანერგილი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …