„ჯორჯიან მანგანეზის“მუშებმა მოთხოვნები შეცვალეს

თბილისი (BPI) -15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა.

მათ საკვების ხარისხის გაუმჯობესება მოითხოვეს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოლაპარაკება ოთხშაბათს ღამით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, ხუთშაბათს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. 
გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …