ჯიპიაი ჰოლდინგი საგზაო უსაფრთხოებისა და სუფთა ჰაერის ჩემპიონად დასახელდა

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში თბილისში ველომსვლელობა გაიმართა. მისი მიზანი ერთი დღით ავტომობილებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო.  მსვლელობაში მონაწილეობა გაერო-ს ელჩმა საბინე მახლიმ, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ველომსვლელობის დასასრულს “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” და გაერო-ს წარმომადგენლობამ საქართველოში  საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები გამოავლინეს, რომლებიც წლებია გამოირჩევიან თავიანთი აქტიურობით და განსაკუთრებული წვლილით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც ჩემპიონის სერთიფიკატი გადაეცა. არაერთი პროექტისთვის, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის ახორციელებს.

ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ ეკოაქტივიზმი კომპანიის საქმიანობის განუყრელ ნაწილად უკვე წლებია იქცა. “განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ეკოისტების მოძრაობით, რომელიც წელს დავაფუძნეთ და უკვე 15 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. #ეკოისტი ჩვენი ლოიალობის პლატფორმაა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას ჯანსაღი ცხოვრებით ფული გამოიმუშავოს. 5 ეკოქცევაში, მათ შორის ავტომობილის გამონაბოლქვზე შემოწმებით, ეკომონეტების გამომუშავება ჩვენი აპლიკაციით MyGPI არის შესაძლებელი. ეკომონეტების გახარჯვა კი დაზღვევაში ხდება. გვიხარია, რომ ჩვენი აქტივობები გამოარჩიეს და დღეიდან ჩვენს მრავალრიცხოვან ჯილდოებს ჩემპიონის ტიტულიც შეემატა!“

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …