ჯიპიაი ჰოლდინგი გაეროს V გლობალური უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

თბილისი (BPI) 6-12 მაისს,  გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული იმართება, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ღონისძიების გზავნილია – გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე და მისი მიზანია მძღოლებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლება და საგზაო მოძრაობის რისკების განსაზღვრა.

კვირეულის მხრადამჭერი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელმაც 8 მაისს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით „ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის“ და „ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან  გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა დაზღვევაზე, როგორც საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. სტუდენტებთან საუბრის ერთ-ერთი თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონიც იყო, რომელიც საგაზო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთ საკვანძო საკითხადაა მიჩნეული. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარ თემად კი საგზაო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების შესაძლებლობები იყო განხილული.

შეხვედრის დასრულდა აქცია – პერფორმანსით, რომელმაც უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან გადაინაცვლა – სტუდენტებმა მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ აქცია გამართეს და ზებრა გადასასვლელზე სლოგანებიანი ტრანსპარანტებით მოუწოდბენ საგზაო წესების დაცვისკენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს 2018 სტატისტიკური ინფორმაციით,  საქართველოში 2018 წელს  6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …