ჯიპიაი ჰოლდინგის საწესდებო კაპიტალი ₾27 მლნ-მდე გაზარდა

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მლნ ლარით გაიზარდა და 27 მლნ გახდა.

კომპანიის გენდირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, სანდო და ფინანსურად სტაბილური სადაზღვევო კომპანიაა.

“კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენს აქციონერებისთვის მთავარია გრძელვადიანი განვითარება და მზად არიან სამომავლო პესპექტივაში გააკეთონ სერიოზული ინვესტიცია ჩვენს კომპანიაში და ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალისაზრისით მოსალოდნელი რეფორმები სადაზღვევო ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გავქვს, რომ უახლოეს პერიოდში ცვლილებები უკვე ამოქმედდება – ვგულისხმობ, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონს,  კონკურენციის ხელშეწყობის ღონისძიებებს  და სხვა ცვილებებს,“ – განმარტავს ლომაძე.

მოთხოვნა საზედამხედველო კაპიტალზე 2017 წლიდან გამკაცრდა დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის დადგენილებით (ე.წ. სოლვენსი I), რასაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სრულად აკმაყოფილებდა ამ დროისთვის. როგორც წამყვანი ევროპული კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გადახდისუნარიობის მარჟისა და ლიკვიდურობის სტანდარდები მაღალია, ვიდრე ადგილობრივი სტანდარტი, რაც მეტყველებს ფინანსური სტაბილურობისა და საიმედოობის მაღალ დონეზე. გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე უკავშირდება აქციონერების გრძელვადიან ხედვას და განვითარების პერსპექტივას. 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …