ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი დაიწყო

თბილისი (BPI) – ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი დაიწყო. გასაუბრებები დაინტერესებულ კანდიდატებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომპანია ფორუმის ფარგლებში 300 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

,,დილიდან დასაქმების მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს. როგორც აღვნიშნეთ ველოდებით ყველა ადამინს, ვისაც დასაქმება სურს. ჩვენი გადამზადების პროგრამა მისცემს მათ საშუალებას ჩამოყალიბდეს პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად. ველოდებით ისეთ ადამიანებს ვინც დასაქმებულია საბანკო/საფინანსო, სადაზღვევო ან სხვა სფროში და უნდა უკეთესი სამსახური, უფრო წარმატებულ კომპანიაში მუშაობა, უნდა რომ მეტს მიაღწიოს. მათთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება, მოვერგებით მათ მოთხოვნებს, ველოდებით რომ ასეთი ადამიანებიც შემოგვიერთდებიან”, – განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის HR დირექტორმა ნინო ხაჭაპურიძემ.


შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიური განათლების მოთხოვნის გარეშე შესაძლებლობა აქვს გახდეს ჯიპიაი ჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. ყველა წარმატებულ და მოტივირებულ კანდიდატს ეძლევა შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი რუსთაველის 27 ნომერში, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს. გასაუბრებები სამსახურის მაძიებლებთან 22/23 თებერვალს 10/19 საათამდე მიმდინარეობს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …