ჯიპიაი მომხმარებლებს დისტანციური სადაზღვევო სერვისების გამოყენებისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს. ამ რეკონმენდაციის გათვალსიწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, მაქსიმალურად მოერიდონ სერვის ცენტრებში მისვლას და სრული მომსახურება ონლაინ, დისტანციურად მიიღონ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ კომპანია მომხმარებლებს, დროებით, ვიდრე არ მოიხსნება მთავრობის დაწესებული ზოგადი შეზღუდვები, სერვის ცენტრებში მოგვმართონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

“ჩვენი ციფრული სერვისები საშუალებას აძლევს დაზღვეულებს, ოპერატიულად და სწრაფად მიიღონ ყველა სახის მომსახურება ვებპორტალით: www.gpih.ge ან მობილური აპლიკაციით MyGPI (თავსებადია IOS ადა Android სისტემებზე). ჩვენ დამატებით ღონსძიებებსაც ვახორციელებთ, რომ მოვახდინოთ რესურსების მობილიზება და უხარვეზოდ და სწრაფად დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მომართვიანობა ონლაინ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ანაზღაურებაზე დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: თუ აქამდე სამედიცინო მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი ანაზღაურებაზე მომართვა, ეს ვადა ორ თვემდე გაიზრდება,“ – განმარტავს სტამბოლიშვილი.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა დაზღვეულისთვის დისტანციურად – ვებპორტალის ან აპლიკაციით, შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი:

სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება:

ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია პორტალზე ან აპლიკაციით და თანხა იმავე ან მომდევნო დღეს ჩაგერიცხებათ.

ექიმის მიმართვის შექმნა ონლაინ :

ექიმის მიმართვის შექმნა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშეცაა შესაძლებელი – ვებგვერდზე mygpi.ge პირად კაბინეტში თავად შეგიძლიათ გააკეთოთ მიმართვა და დაგეგმოთ, როგორც კონკრეტულ სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე ანალიზები და კვლევები.

საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად:

ჯიპიაი საშუალებას გაძლევთ ოპერაციისთვის (ჰოსპიტალური მომსახურება) სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენი საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.

დაზღვევს პრემიის ონლაინ რეჟიმში გადახდა:

ჯიპიაის ონლაინ სერვისები ბანკში მისვლასაც აგაცილებთ თავიდან. ვებგვერდზე mygpi.ge და აპლიკაციაში MYGPI საშუალება გაქვთ გაეცნოთ გადახდის გრაფიკებს და სადაზღვევო პრემია ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ. ან კიდევ უფრო მარტივად, გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი და თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე დაიფარება თქვენი ბარათიდან.

დაზღვევის შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:

თუ სადაზღვევო პოლისის შეძენა ან განახლება გსურსთ, ოფისში მისვლა საჭირო არ არის. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი პოლისი 2 წუთში სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და აირჩიოთ სასურველი სადაზღვევო პაკეტი.

სატელეფონო კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და დაზღვევა დისტანციურად:
თუ თავად ვერ არჩევთ სასურველ პაკეტს და სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ჯიპიაის თანამშრომლები სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევენ, ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ და სურვილის შემთხვევაში, პოლისს დისტანციურად გაგიფორმებენ. ცხელი ხაზი: 2505111.

ელექტრონული ბარათი:

ყველა დაზღვეულს, ვინც მობილური აპლიკაციით MyGPI სარგებლობს, პროვაიდერ კლინიკებში, სამედიცინო მომსახურების მიღება ელექტრონული ბარათით შეუძლია. პლასტიკური ბარათის ტარება საჭირო აღარაა.

მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 2505111 და ონლაინ დახმარების სერვისი კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …