ჯაფარიძე: ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჩემი და ხაზარაძის ფულადი სახსრების კრიმინალურ წარმოშობაზე ეჭვობს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს მიმართა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვას მოითხოვს.

“თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვობენ, რომ კრიმინალური წარმოშობისას,” – აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება მათ წინააღმდეგ და ამ გადაწყვეტილებას “ახალ სიტყვას” უწოდებს.

“რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …