ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …