ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციითვე,  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული წითელი და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, ასევე ალკოჰოლური სასმელები და ქართული სამზარეულო.
ქართული ღვინის საღამოს მიზანი კი ინდონეზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იასონა ლაოლი, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, მედიის და ჯაკარტას დიპლომატიური ღვინის კლუბის წარმომადგენლები.
ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად ინდონეზიაში ქართული ღვინო 2021, 2019 და 2009 წლებში გავიდა, ისიც მიზერული რაოდენობით.
2021 წელი – 0.02 ტონა,
2019 წელი – 0.09 ტონა,
2009 წელი – 0.01 ტონა.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …