ხუციშვილი: ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და ალბათ აქ ის დროა ვთქვათ “წერტილი”

თბილისი (BPI) -“ოქროს სიის“ ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს:

1. ოქროს სიაში ხვდება კომპანიები რომლებსაც აქვს დიდი ბრუნვა და საბაჟოსამართალდარღვევების კარგი ისტორია. კომპანიების რაოდენობა ცვალებადია და200-ის ფარგლებშია ძირითადად. 50,000-ზე მეტი კომპანია ვერ აკმაყოფილებს ოქროს სიის კრიტერიუმებს. (200 vs 50,000)

2. ოქროს სიის 2 უპირატესობა: გადახდის გადავადება (+25 დღით) და შედარებით გამარტივებული პროცედურები საქონლის იმპორტისას. გადახდის ნაწილში შინაარსობლივად ეს არის უპროცენტო სესხი მიცემულისახელმწიფოს მიერ მხოლოდ 200 კომპანიაზე. პროცედურული ნაწილიგანპირობებულია სამართალდართვევების არ ქონის კარგი ისტორიით.

3. ოქროს სია არსად არ მიდის და არ უქმდება! ოქროს სია რჩება! უქმდებაგადახდის გადავადება და ოქროს სიის კომპანიები ისარგებლებენ მხოლოდგამარტივებული პროცედურებით (როგორც ეს არის მიღებული ყველა ქვეყანაში).

შეიძლება თუ არა იმპორტის დროს ყველა კომპანიას (50,000 + 200) მიეცესგადახდის 30 დღიანი ვადა? – სამწუხაროდ ეს შეუძლებელია არსებული საბაჟო რისკებიდან გამომდინარე. რეალობაა ის რომ 30 დღეში ვეღარ იპოვის ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს, იმისათვის რომ კუთვნილი გადასახადი შევიდეს ბიუჯეტში. ეს რეალობა რა თქმა უნდა მხოლოდ საქარველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალიკულტურის მქონე ქვეყნებშიც.

 ფისკალური ეფექტი 30 დღიანი შეღავათი ყველაზე გავრცელებით? – 5 დღიანი შეღავათის პირობებში უკვე არსებული ქეისების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ფისკალური ეფექტი შეიძლება იყოს რამოდენიმე ასეული მილიონი ლარი (ახლოს 300 მილიონთან). თუ აქამდე მხოლოდ მალფუჭებად საქონელთან მიმართებაში იყო დიდი რისკები, შემდეგ იქნება ყველა სახის საქონელთან მიმართებაში. კიდევ უფრო დაამძიმებს კეთილსინდისიერი გადამხდელის მდგომარეობას გადახდის გარეშე განხორციელებული იმპორტის გამო). სხვა თანაბარ პირობებში გადახდის გადავადების ფისკალური ეფექტი ერთჯერადია და ნაკლებად მნიშვნელოვანი საგადასახადო პოლიტიკის მხრივ.

რატომ არ არის სხვა ქვეყნებში გადახდის ნაწილში შეღავათები? – ერთადერთიმექანიზმი რაც შეიძლება არსებობდეს იმისათვის რომ რისკების დაზღვევამოხდეს, არის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენა 30 დღეშიგადასახდელ თანხაზე, რაც ზოგ შემთხვევაში სესხის აღების ტოლფასია. შეუძლებელია ასეთი რისკების დაზღვევა მოხდეს სხვანაირად, ეს არ ხდება არცერთ ქვეყანაში და ვერ მოხდება ვერც საქართველოში! საბანკო გარანტიასშეზღუდულ შემთხვევებში ნამდვილად იყენებს ზოგიერთი ქვეყანა, თუმცასაქართველოში არსებული საგადასახადო ვალის მართვის სისტემაც იძლევასაგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის გაკეთების უფრო სწრაფ საშუალებას.

რატომ იყო  მხოლოდ 200 კომპანიისთვის დადგენილიშეღავათები? – სწორედ იმის გამო რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა არსებულირისკების მართვა ყველა კომპანიასთან მიმართებაში, თავიდანვე შეღავათებიგავრცელდა მხოლოდ კომპანიების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე (ამკითხვაზე პასუხისთვის სხვა ბევრი ვერსიაც არსებობს, რომელიც ამ საკითზემსჯელობისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია). დღეს მოცემულობა არისშემდეგი: ან უნდა მოხდეს გადახდის ნაწილში პირობების გათანაბრება ყველაკომპანიისთვის, ან უნდა შენარჩუნდეს ის მდგომარეობა რაც არის ახლა.

❗️საგადასახადო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპი შეღავათიარაკონკურენტულ პირობებში არ უნდა აყენებდეს სხვას/არამატერიალური უნდა იყოს. ამიტომაც არის რომ შეღავათები შეიძლება დაუწესდეს რომელიმე დარგს და ამ დარგში მყოფ ყველა კომპანიას და არარომელიმე კომპანიას ინდივიდუალურად (ინფორმაციისთვის: სამართლებრივადოქროს სიას არანაიარი პრობლემა არ აქვს). მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველასსხვა პინციპი, მათ შორის საგადასახადო ტვირთის სიმძიმე და ადმინისტრირების პროცედურული საკითხები.

❗️ამ მიდგომით უნდა აფასებდეს ბიზნესი და ბიზნესის ინტერესების დამცველები საგადასახადო პოლიტიკას. დღეს ერთი კრიტერიუმით შეიძლებაშეირჩეს პრეფერენციული 200 კომპანია და ხვალ მეორეთი – ასეთ დროს ბიზნესისინტერესების დამცველი კი უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების დამცველიყველასთვის და არა რომელიმე კონკრეტული ათეული კომპანიისთვის. მესმისრომ საკმაოდ რთულია გარკვეული პრივილეგიების დაკარგვა, მითუმეტეს მაშინროცა ეს პრივილეგიები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ზოგ შემთხვევაშიგარკვეულწილად ბიზნეს მოდელის ნაწილიც კი გახდა და შეიძლება კონკრეტულკომპანიასთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზეც ვისაუბროთ, თუმცა ეს იმასარ ნიშნავს რომ თეთრზე შავის მტკიცება დავიწყოთ.

❗️არგუმენტი იმის შესახებ რომ ეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს 200 კომპანიას დაამიტომ არ უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება არასწორი სტრატეგიაა ამსაკითხით დაინტერესებული პირების მხრიდან ორი მიზეზის გამო: ერთი ეს არარის ისეთი წონადი საკითხი როგორც ამის წარმოჩენა ხვდება და მეორე 50,000-ზემეტი კომპანია სწორედ ამ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირება ათეული წლისგანმავლობაში (მე-8 პუნქტს თუ ვიზიარებთ ეს რეალურად კონტრარგუმენტიცგამოდის). საუბარი კი იმის შესახებ, რომ გასწორდეს უთანაბრო სიტუაცია დაყველამ ისარგებლოს 30 დღიანი გადახდის შეღავათით, უბრალოდ პრობლემისგვერდის ავლის მცდელობაა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში მიხვდებარომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ძალიან დიდი დანაკარგის გარეშე. ერთისაგადასახადო ადმინისტრაცია მაინც თუ არსებობს ვინც ადმინისტრირებისამხელა რისკს მართავს, დიდი სიამოვნებით გავეცნობი მათ პრაქტიკას.

გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები (მხოლოდ 200, 500 და თუნდაც 1000 კომპანიისთვის)- , ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ალბათ აქ ისდროა ვთქვათ “წერტილი”, – წერს მინისტრის მოადგილე.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …