ხვალ, 80 მლნ ლარის ბენჩმარკ ობლიგაციების გაყიდვაა დაგეგმილი

5 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონი გაიმართება, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

როგორც ცნობილია წინა აუქციონზე, რომელიც 28 ივნისს შედგა სამინისტრომ 5-წლიანი 80.0 მლნ ლარის (27.3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 3.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართა, 0.264პპ-ით შემცირდა და 10.133% შეადგინა.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …