ხეჩინაშვილი: ავტომფლობელთათვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებისას მონოპოლიის საფრთხე უნდა გამოირიცხოს

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებისას კონკრეტულ კომპანიებს განსაკუთრებული მდგომარეობა არ უნდა ჰქონდეთ.

დევი ხეჩინაშვილი “რადიო იმედთან” ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს საფრთხეეები, რომელმაც შესაძლოა პოლისის გაყიდვისას მოიტანოს განსაკუთრებული მდგომარეობა.

როგორც ხეჩინაშვილმა განაცხადა, სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება ტექინსპექტირების ცენტრებში, იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების სააგენტოებში ან ბანკებში არ უნდა მოხდეს სწორედ ამ საფრთხეების გამოსარიცხად.

ასოციაციის ხელმძღვანელისთვის ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის პროექტი დახვეწას საჭიროებს.  “ასოციაციას კონკრეტული წინადადებები აქვს და აქტიურად გეგმავს საპარლამენტო განხილვებში ჩართვას,” – ამბობს ხეჩინაშვილი.

დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ პროექტის განხილვაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მესამე სექტორი.

მისივე განმარტებით, დაზღვევის მფლობელებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ კომპანიაში შეიძინონ სტანდარტულია ფასითა და პირობებით პოლისი, მაგრამ მათ სესაძლოა ჰქონდეთ ამ სტანდარტული პაკეტის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

რაც შეეხება აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი რისკიანობას, ხეჩინაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტი რისკიანი, ისევე როგორც ზოგადად სადაზღვევო სექტორი მთლიანობაში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პრემია უნდა იყოს ადეკვატური.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …