ხელოვნური ტბა, ველობილიკი, სკეიტბორდი მოედანი – მზიურის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

თბილისი (BPI) – ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის დასრულდება.

პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება.  

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.   ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …