ხარკოვის აეროპორტის TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება – საქართველოა #3-ია

თბილისი (BPI) – ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც მესამე ადგილზე საქართველოა. აეროპორტის ადმინისტრაციამ TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება იმ ავიამიმართულებებზე დაყრდნობით შეადგინა, სადაც ხარკოვს პირდაპირი ავიარეისები აქვს. ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის მიერ შედგენილი “შესანიშნავი ხუთეული” ასე გამოიყურება:

🎿ავსტრია;
✈️ხარკოვი-ვენა (Wizz Airi);
📆ფრენები: სამშაბათი, შაბათი.

ავსტრიის სამთო კურორტები მსოფლიოს საუკეთესო სამთო კურორტებშია. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქ 500-მდე კურორტია და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისათვის თოვლით 22 ათასი კილომეტრია დაფარული.

🎿იტალია;
✈️ხარკოვი-მილანი (Ernest Airlines);
📆ფრენა:ოთხშაბათი, კვირა.

დოლომიტის ალპები, რომელსაც სამართლიანად ეძახიან “ყველა მოთხილამურის ოცნებას”. ეს არის ყველაზე დიდი სათხილამურო ტერიტორია მსოფლიოში. სწორედ აქ მდებარეობს საუკეთესო ხუთ ვარსკვლავიანი სათხილამურო კურორტები.

🎿საქართველო;
✈️ხარკოვი-თბილისი (SkyUp Airlines);
📆ფრენა: სამშაბათი, პარასკევი.

აქ 5 სამთო-სათხილამურო კურორტია, ხოლო ყველაზე განვითარებული და ცნობილი – გუდაურია. გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გუდაურში არის შეუზღუდავი შესაძლებლობები ფრირაიდის, ჰელისკის და ასევე გაუკვალავ თოვლში დაშვებისთვის.

🎿პოლონეთი;
✈️ხარკოვი-კრაკოვი (Wizz Air, Ryanair);
📆ფრენა: ორშაბათი, პარასკევი.

აქ მინიმუმ 5 განვითარებული, სამთო სათხილამურო კურორტია. ზაკოპანე – ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია. ის კრაკოვიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს. თავსი ინფრასტრუქტურის გამო პოლონეთის “ზამთრის დედაქალაქსაც” კი უწოდებენ.

🎿თურქეთი;
✈️ხარკოვი-სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus Airlines);
📆ფრენა: ორი რეისი ყოველ დღე.

იდეალური ვარიანტია ახალბედა მოთხილამურეებისათვის და საოჯახო დასვენებისათვის – კურორტი ულუდაგი. ის სტამბოლიდან 2.5 საათის დაშორებით მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა დაბალი მთები, ფერდობი და თურქული all inclusive-ა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …