ხაზარაძე/ჯაფარიძემ ადგილი რეპუტაციაშეულახავებს დაუთმეს

თბილისი (BPI) – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მისი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებზე აცხადებს. მამუკა ხაზარაძემ და  ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტს თვის ბოლოდან დატოვებენ, პარტნიორთა კრება  გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს  გადაწყვეტილებას, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი:  რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Dentons-ის უფროსი მრჩეველი და  ჟან-პატრიკ ვუაზა – Concorde Capital-ის პრეზიდენტი . თავჯდომარე იქნება მაიკლ ქაუგილი. თედ ჯონასი და  ჟან-პატრიკ ვუაზა  საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები:  ბობ მეიერი და  დიმიტრი აბდუშელიშვილი.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …