ხაზარაძე დავას საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელებს

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით დავის საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს და სერიოზულ დავას აანონსებს. ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს და პროექტის ჩაშლაში ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს ადანაშაულებს.

სხვა პირების დასახელებას ის სასამართლოში გეგმავს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ტყუილია თითქოს კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. “დღესაც არსებობს ინვესტორი და კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით აუხვია თვალი საზოგადოებას”.

ხაზარაძე ამბობს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის საკითხს პასუხს ასევე საერთაშორისო სასამართლო გასცემს.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …