ჭკვიანი მრიცხველით ენერგომომარაგება ახალ სტანდარტზე გადადის

თბილისი (BPI) – სემეკი ჭკვიან აღრიცხვაზე გადავა. €1.2 მლნ-იანი პროექტი 21 თვიან პერიოდს მოიცავს. ევროკავშირის  დაფინანსებული ინიციატივა, ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ ხორციელდება და ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზეა გათვლილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ  ენერგეტიკული ბაზრის ლიბერაზაციაზე განაცხადა.მისი თქმით, ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრეს ელემენტს, ჭკვიანი აღრიცხვა კი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ენერგეტიკული მოთხოვნილებების უკეთ დაგეგმვას.      

პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ასევე ქვეყნის მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …