წყალტუბო ,კაზინოს თუ სანატორიუმის პერსპექტივით – აღორძინების მე-3 მცდელობა

თბილისი (BPI) – წყალტუბოს  ტურისტული  ინფრასტრუქტურაში ჩართული ინვესტორები რომლებიც 18 სასტუმროს (4 -ის დემონტაჟს აპირებენ) და აბანოებს გადაინაწილებენ,  შეღავათავებს არ უნდა ელოდონ. ეკონომიკის მინიტრმა,  ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კერძო სექტორი ყოველთვის ცდილობს ვალდებულებების შემსუბუქებას, თუმცა არ მიაჩნია, რომ  წყალტუბოს პროექტი ამას საჭიროებს.

შეღავათების საჭიროებაზე რედიქსის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია წიაღით (თერმული წყალი), ენერგომატარებლებით, მიწით სარგებლობაზე  იგულისხმა, თუ   ბანკების წახალისებით, იაფი რესურსის ხელმისაწვდომობაზე.

აღნიშნა, რომ  ბიზნესს იაფფასიანი  ენერგია სჭირდება. “კომუნისტების დროინდელი ტურისტული ობიექტების შენახვა, 4 მ  სიმაღლის ჭერით და უშველებელი ჰოლებით შენახვა დიდ დანახარჯს მოითხოვს. და მოქნილი მოდელია შესამუშავებელი.

სხვა შემთხვევაში კომერციულად მომგებიანი არ იქნება.   მაშინ  $1 მლრდ-ის ინვესტორი 1 ბიზნესმენი გამოდის,  ქველმოქმედი  ბიძინა ივანიშვილი.

შექმნის თუ არა წყალტუბო  20 000 სამუშაო ადგილს და გახდება თუ არა  ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი,  გარკვევას ა 3-4 წელი მაინც დასჭირდება,  ზუსტად იმდენივე დრო, რაც წინა ინიციატივის შემდეგ გავიდა.

საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციზე  Kohl & Partner-თან ერთად  “საპარტნიორო ფონდმა” იმუშავა, რომლის თანახმად თერმული აბანოები აღდგებოდა, სასტუმრო/სანატორიუმები თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღიჭურვებოდა, წყლის ატრაქციონები და გოლფის მოედნები აშენდებოდა. თბილი წყლებით აბანოს ავზები აივსებოდა, “ცივი”  ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაციაზე კი აზერბაიჯანული წარმოშობის კომპანია  “აზერტუნელი” იზრუნებდა.

ლელოელი გიგლა მიქაუტაძე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის  პირველი  12 -ის წევრი, მიიჩნევს, რომ ჯერ  წყალტუბოს წინა პერიოდის აღორძინების  პროექტში ჩართული ინვესტორებს უნდა მიეცეს  ინტერესის გამოხატვის და წინადადების წარდგენის საშუალება.  2015 წლის კონცეფციით,  საინვესტიციო  ბიუჯეტი $750 მლნ-ით, 2019 -ის გათვლებით, $1 მლრდ -ით განისაზღვრება.

წყალტუბოს 2015 წლამდეც ჰქონდა აღორძინების  სასტარტო ეტაპი,  ლას ვეგასის ანალოგი, სათამაშო ბიზნესის მიზიდულობის  კუნძული უნდა გამხდარიყო, ინვესტორები კი თავისუფალი ეკონომიკური ზონის  ბენეფიტებით წახალისდებოდნენ.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …