წყალტუბოს განვითარების პროექტის განხილვა დაიწყო

თბილისი (BPI) – მთავრობამ წყალტუბოს პროექტის განხილვა დაიწყო. ჟურნალისტებთან გეგმის განხილვამდე ნათია თურნავამ პროექტს ისტორიული უწოდა. განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თითოეული ნაბიჯი ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებას დეტალურად ეცოდინება რას გააკეთებს სახელმწიფო და რას ბიზნესი. ნათია თურნავამ პროექტისთვის პულსის მიცემაზე ბიძინა ივანიშვილის როლზე აღნიშნა.
გეგმის განხილვისას აღინიშნა, რომ წყალტუბოში 22 ამორტიზებული სასტუმროდან სავარაუდოდ, 4 შენობის დემონტაჟი მოხდება. მთლიანობაში სახელმწიფოს საკუთრებში 15 სასტუმროა, მათი უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია. მთავრობა აცხადებს, რომ შენობების უმეტესობას იერ-სახე შეუნარჩუნდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ჩარჩო გეგმას ითხოვენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ პროექტში არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში გათვალისწინებული პროცედურები და არც განვითარების გეგმაა გაწერილი ეტაპებად, მხარეთა ვალდებულებების მიხედვით.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …