საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ III კვარტალში 299 მლნ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. საქსტატმა ასევე დააზუსტა 2021 წლის I და II კვარტალების მონაცემები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევიდან და საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე.

მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2018 წლის მარტიდან (სსფ-ის რეკომენდაციის შესაბამისად) საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით. 2021 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2022 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …