წიაღის სფეროში 8 თვეში ₾68 მლნ-მდეა ინვესტირებული

თბილისი (BPI) – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 8 თვეში 464 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა, შედეგად წიაღის სფეროში ინვესტირებულია 67,95 მლნ ლარი, აქედან ბიუჯეტში (ცენტრალურ და ადგილობრივში) 42,24 მლნ ლარია მობილიზებული.

წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საბადოებზე დამატებით 2027 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 38.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (+97% 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).

ამავე პერიოდში სამთომოპოვებით მრეწველობაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 15.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალიგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …