წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვლება და საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს

„წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განსახილველად გაიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც თვისობრივად ცვლის სააგენტოს ფუნქციონირებას, ასევე იცვლება მისი სახლწოდებაც და ის საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს.

შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში “, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში. ასევე შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …