წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვის მიზნით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება

თბილისი (BPI) – წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებული ნებართვის გაცემა – „ერთი ფანჯრის” პრინციპის დანერგვა.

ამასთან, ამ ეტაპზე უკვე  გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების  ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე  მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა – ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლო ვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა.

„ასევე შესაძლებელი გახდა  ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს“, –  აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …