წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარდგენის ვალდებულება ეკისრება

თბილისი (BPI) – წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,  ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც მოწესრიგებულია წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების საკითხები.

ცვლილების თანახმად, ლიცენზიის მფლობელს ვალდებულებად ეკისრება შემუშავებული საბადოს დამუშავების პროექტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე.

პროექტში ასახული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სრული ციკლი – როგორც მოპოვების დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან,  ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. ამასთან, მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოსთან, ასევე, არქოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესება, გარემოზე მოპოვების პროცესების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დარგის ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …