წიაღითსარგებლობის აუქციონიდან მინისტრი 120 მლნ-ის ინვესტიციას ელის

თბილისი (BPI) – სამთომომპოველებისთვის 100 საინვესტიციო შეთავაზებიდან ეკონომიკის მინისტრს 120 მლნ-ის მოზიდვის ეიმედება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტების საწყისი სააუქციონე ფასი 82 მლნ ლარია.

„გვსურს, საქართველოს წიაღისეული, ეროვნული სიმდიდრე არა მხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ გადამუშავდეს ასევე საქართველოში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ პროგრამის  პრეზენტაციაზე.

მინისტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გადამუშავებული ქართული მარმარილო მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, გადამუშავებული ბაზალტისგან იწარმოებოდეს ხელოვნური ბოჭკოები, თიხიდან ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს, სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და  ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე.

ნათია თურნავამ წიაღისეულის მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვის მნიშვნელობაზე აღნიშნა, ეს კი გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებში. „ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას,“- აღნიშნა თურნავამ.

პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …