წელს სემეკი ცხელ ხაზებში ხელოვნურ ინტელექტის დამატებას გეგმავს – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელს კომისია მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო მეტად დახვეწას აპირებს. დავით ნარმანიას თქმით, წელსვე იგეგმება ცხელ ხაზებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლებს მომსახურების მიღებას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს. ამასთან, წელს სემეკის მნიშვნელოვან ამოცანებში შედის მელიორაციის სექტორის რეგულირების მიმართულება და GWP-სთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

„2023 წლის გეგმა რაც შეეხება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ცხელ ხაზზე მომართვიანობის გაუმჯობესება. უფრო კონკრეტულად, წელს ცხელ ხაზებში ხელოვნური ინტელექტი ჩაინერგება. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიის, ისე გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც არსებულ რეალობაში გააჩნიათ ცხელი ხაზის მიმართულება.

წელს მნიშვნელოვანი იქნება ასევე ის, რომ სემეკი კიდევ უფრო დახვეწს და კიდევ უფრო მეტ ფუნქციას დაამატებს იმ სერვისებს, რომლებიც უკვე გვაქვს დანერგილი. ამასთან, სემეკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მელიორაციის სფეროს ამოცანების შესრულებაცაა.

კომისიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა წელს იქნება GWP-სთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება. მათ შორის, ახალი საინვესტიციო პროექტების შეთანხმება და კომპანიის მეტად გააქტიურება ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით“. -აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …