წელს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ირაკლი ღარიბაშვილი

9 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 11,3%-ია, წლის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით  5500$ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მეტი სახსრები გაგვიჩნდება, მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება და მეტ პროექტებს დავაფინანსებთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით,2021 წელს  საქართველოს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს.

„წელს ჩვენ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს არა მხოლოდ მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 11,3%-ია. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით წელს, წლის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს, ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ისევ როგორც ისტორიული მაქსიმუმი იქნება ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით  5500$ შეადგენს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გადასცდება დაახლოებით 5500$-ს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში მეტი სახსრები გაგვიჩნდება, მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტური განწყობები და მოლოდინები გვაქვს და მომდევნო წელიც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …