ძვირია თუ არა კრედიტი საქართველოში – რას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა

თბილისი (BPI) – სად მოვიძიოთ ანუ ვისესხოთ ფული ისე, რომ უკან რაც შეიძლება ნაკლები დავაბრუნოთ? არსებობენ თუ არა ასეთი კრედიტორები? როგორც ირკვევა არსებობენ.

მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა, როცა ცენტრალური ბანკები კომერციულ ბანკებს სესხებს მიზერულ, ხშირ შემთხვევაში ნულოვანი ანაც ე.წ. უარყოფითი პროცენტით აძლევენ. სხვა საქმეა, რომ ამ სესხის მიმღები კერძო ბანკები კლიენტებს უფრო მაღალი პროცენტით ემსახურებიან, თუმცა ფაქტია, ამგვარი პრაქტიკა ფინანსურ რესურს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, შვეიცარიაში, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.75%  შეადგენს, ანუ ამ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა კომერციულ ბანკებს აქეთ გადაუხადოს, ოღონდ მათ ბიზნესს კრედიტი არ გაუძვირონ. შვეიცარიის მსგავსად  უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი (- 0.65%) მოქმედებს დანიაშიც. უარყოფითი საპოცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნების ოთხეულშია იაპონია ( -0.1%) და შვედეთიც (-0.5%)  0%-დან 1% -მდე მერყეობს საპროცენტო განაკვეთი ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა; ბულგარეთი,( 0%) ისრაელი,( 0.1%) სამოა, (0.14%) დიდი ბრიტანეთი, ( 0.5%) ნორვეგია, (0.5%) ფიჯი ( 0.5 %) ჩეხეთი,(0.75%) უნგრეთი,(0.9%). იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 1 %-ზე მეტი მაგრამ 2 %-ს არ აღემატება ასე გამოიყურება: ტაივანი (1.75%), აშშ (1.5%), სამხრეთ კორეა (1.5%), ავსტრალია (1.5%), პოლონეთი (1.5%), ბაჰრეინი (1.75%), ჰონკონგი (1.75%), ახალი ზელანდია(1.75%).

სპეციალისტების განმარტებით, ამ ქვეყნებში საბანკო სესხების სიიაფეს, ანუ დაბალ საპროცენტო განაკვეთს ძლიერი ეკონომიკა, ბანკებს შორის მაღალი კონკურენცია და გასასესხებელი კაპიტალის დიდი მოცულობა განაპირობებს. 

რა ხდება საქართველოში? საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 16.2%-ია, ხოლო  უცხოურ ვალუტაში (დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.7%.

თუ საქართველოსა და ევროკავშირის  უმრავლეს ქვეყნებში არსებულ საშუალო საპროცენტო განაკვეთებს შევადარებთ , სხვაობა მართლაც თვალშისაცემია და არა საქართველოს სასარგებლოდ.  მაგალითად, გერმანიაში სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.7 % -ია. ავსტრიაში და ფინეთში 1.9% , ჰოლანდიაში 2% . ამდენივეა   შვედეთშიც. 2.1, 2.5, 2.9, 3 % და 3.2, საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში,უნგრეთსა და ლიტვაში. არის უფრო მაღალიც,ესპანეთი 9.1%, ხორვატია 7.8%, ბულგარეთი 7.5%, ისლანდია 7.4 %, რუმინეთი 6.2%, საბერძნეთი 6%, სლოვენია 5.5%,   პოლონეთი,5.5%, ესტონეთი 5.1% და ლატვია ასევე 5.1% .

ფინანსისტები საქართველოში სესხის სიძვირის რამოდენიმე მიზეზს ასახელებენ. ბანკების ( 15 ბანკი) შედარებით მწირი სააქციო კაპიტალი – $1.8 მლრდ. დანიას რომ შევადაროთ, რომლის ტერიტორიით საქართველოზე პატარაა და  1.5 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს, 5 ისეთი ბანკია, რომელთა აქტივები $10 მილიარდს აღემატება. მეორე მიზეზია, მსესხებლების დაბალი  და არასტაბილური შემოსავალი. ანუ მაღალი რისკი იმისა,რომ მსესხებელი ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს. მიზეზების  ჩამონათვალშია ასევე ეროვნული ვალუტის არასტაბილურებაც. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო მსესხებლებმა თანხა შეიძლება ვერ დააბრუნონ და ბანკს პრობლემა შეექმნას. სესხის სიძვირის ერთ – ერთ მიზეზად სახელდება  ბანკებს შორის დაბალი კონკურენცია და კაპიტალის ბაზრის დაბალი აქტივობაც. გასათვალისწინებელია ასევე ქვეყნის პოლიტიკური და მაკროეკონომიკური რისკები, ბაზრის დივერსიფიკაცია

ფინანსისტების განმარტებით, სესხის სიიაფე-სიძვირეს რეფინანსირების განაკვეთი განაპირობებს, რომელსაც სებ-ი ადგენს. ამ დროისთვის 6,5%-ია.

ბინას, აგარაკს, მიწას მოქალაქე იპოთეკური სესხით იძენს. Numbeo-ს (სტატისტიკური ინფორმაციის პორტალი) მონაცემებით. ლიდერობს იაპონია 1.21 % წლიური განაკვეთის 1 დან 35 წლამდე ვადიანობის კრედიტებით, 2)   შვეიცარია -1.42%  2 დან 100 წლამდე ვადით და  1.35% – 35 წლამდე ვადით.  საქართველოში იპოთეკური სესხის ლარში,  8-9%-დან, უცხოურ ვალუტაში 6-7%-ით განისაზღვრება.

CBW

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …