ცხოველთა თავშესაფრების პროექტირება-მშენებლობა მიმდინარეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. მუნციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, გორის თავშესაფრის მშენებლობაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო რაც შეეხება რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის თავშესაფრებს, მიმდინარეობს პროექტირება. საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რაც შეეხება მშენებლობას, თავშესაფრების განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხდეს დანარჩენი თავშესაფრების მშენებლობაც.
ცხოველთა ყველა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …