თბილისი (BPI) – საქართველოში ფრინველის, ღორის, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 965.3 ათასია, 1.4%-ით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რქოსანი პირუტყვის მთლიანი რაოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.6 ათასი სულით განისაზღვრა (-5.8%).
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 2.9%-ით ნაკლებია და 1 მლნ სულს აღწევს.
ღორის რაოდენობა 194.7 ათასი სული იყო, რაც 13.4%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ფრინველის რაოდენობამ 10.4 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.