თბილისი (BPI) – ეკოსისტემაზე საუბრისას, გვინდა არ გვინდა, გონება გარემოს სიჯანსაღესა და ეკოლოგიური მდგომარეობისკენ გაგვირბის. თანამედროვეობაში ამ სიტყვამ ვიწრო გაგება უკან მოიტოვა, მისი ტრანსფორმაცია კი ციფრულმა განვითარებამ მოიტანა.
ბიზნეს ეკოსისტემა ქმნის ერთობლიობას, სადაც წარმოდგენილია მიმწოდებელი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, კონკურენტები, სამთავრობო უწყებები… ეს არის ციფრული პლატფორმა სერვისის, პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად ჩართული მხარეების დასაკავშირებლად. მის ღირებულებას ქმნის თითოეული მონაწილე და სარგებელს იღებს მომხმარებელი.
vendoo.ge, livo.ge, tpay.ge ციფრული ეკოსისტემის გამორჩეული მაგალითებია ქართულ ბაზარზე და ყველა მათგანი თიბისი ჯგუფს უკავშირდება. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ამ ეკოსისტემის მონაწილე, მაგრამ ბინის შეძენა ან გაყიდვა გსურთ, თუ სასურველი ნივთის სახლიდან გაუსვლელად მიღება გინდათ და ინოვაციური მეთოდით გსურთ სხვადასხვა გადასახადის გადახდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი მონაწილე დღეს თუ არა ხვალ მაინც გახდებით, რადგან ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის უკვე წარმოუდგენელიც კია.
თიბისი ბანკში იციან, რომ ეკოსისტემის განვითარება მოიტანა იმ ფუნდამენტურმა ტრანსფორმაციამ, რომლის მოწმეც დღეს ყველა ერთად ვართ. მოდური ხდება სიტყვა ტრანსფორმაცია, გუნდის ტრანსფორმაცია, ბიზნესის ტრანსფორმაცია… რაც წინსვლას ან გადაჯგუფებას გულისხმობს.
მსოფლიოში ფუნდამენტური ტრანსფორმაცია აიხსნება 2 მიზეზით – დიჯიტალიზაცია და კავშირის საზღვრების გაფართოება (ე.წ. კონექტივითი), რაც გლობალიზაციის დამაჩქარებლებელ კომპონენტად იქცა და აღარ არსებობს ბარიერები. ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას შეუძლია კონკრეტული ქვეყნიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს სერვისი შესთავაზოს. ეს კი რადიკალურად ცვლის ღირებულებების შექმნის გზებს, იცვლება დოვლათის შექმნის ბიზნესმოდელებიც.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილი ციფრული სისტემის სარგებელსა და ჯგუფის გეგმებზე გვესაუბრება:
– ახალი, დიჯითალ კომპანიები ტრადიციულისგან განსხვავებით სწრაფად და დიდი ტემპებით იზრდებიან, ეს გამოწვევაა ყველასთვის, ირღვევა ზღვარი ინდუსტრიებსა და ბიზნესს შორის და სოციალური მედიის მოთამაშეები მიდიან გადახდების ბიზნესში, მაგალითად, Apple წარმოდგენილია გადახდების სისტემაში და Apple pay ბევრ ქვეყანას სთავაზობს თავის სერვისს. ეს დიდი გამოწვევაა და თიბისიში მრავალი წელია სივრცული განვითარება ჩვენი სტრატეგიის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი გახდა. ვაცნობიერებთ, რომ ამ ახალ გარემოში ადაპტირება მნიშვნელოვანია, ტრანსფორმაციამ შეცვალა გარემო. მომხმარებელთან მუდმივად ახლოს ყოფნა ჩვენი ციფრული სტრატეგიის მთავარი კომპონენტია. ტრანსფორმაცია და გაციფრულება საზღვრებს ხსნის, ზრდის და რადიკალურად ცვლის მომხმარებელს, მის მოთხოვნებს, ის უფრო გათვითცნობიერებული და განებივრებულია მრავალფეროვანი სერვისებით. აუცილებელია მომხმარებელს შეუქმნა ე. წ. End To End Customer Journey – ანუ სურვილის გაჩენისთანავე სრული სერვისი – დაწყებიდან ბოლომდე უნდა მიაწოდო ბარიერების გარეშე, გამჭვირვალედ.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტი ვართ, როგორც ვთქვი, საზღვრები ინდუსტრიებს შორის იშლება და სასურველია, სერვისულად მომხმარებელს მივაწოდოთ კარგი, მრავალფეროვანი და მარტივი, გამჭვირვალე – End To End Customer Journey.
ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ახლოს ვიყოთ მომხმარებლთან, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ამან გვიბიძგა სივრცულად ჩვენი ციფრული აქტივები საზღვარგარეთაც გავიტანოთ. სტრატეგია გაცხადებული გვაქვს 2022 წლისთვის ჩვენი ციფრული ეკოსისტემის მომხმარებელთა რაოდენობა 10 მლნ-ს მიაღწევს.
– თქვენ უკვე დაიწყეთ უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ livo.ge ბაზარზე დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა საზოგადოების ინტერესი უკვე გამოიწვია. რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პლატფორმა.
– უძრავი ქონების ეკოსისტემა გულისხმობს ერთ უნიკალურ პლატფორმაზე ყველა იმ სერვისის მიმწოდებლისა და მომხმარებლის თავმოყრას, ღირებულებებს კი ეს მონაწილე მხარეები თავადვე ქმნიან. რა თქმა უნდა უძრავი ქონების მარკეტფლეისი გარკვეულწილად განვითარებულია, თუმცა ძალიან ფრაგმენტირებულია, ბაზრის მოთამაშეები (გამყიდველები, მყიდველები, დეველოპერები, ბანკები) არ არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. მსგავსი წარმატებული ეკოსისტემები არის ევროპაში, აშშ-ში. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვქემნა პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ყველა მოთამაშეს ერთ პლატფორმაზე ენახა მისთვის საინტერესო ინფორმაცია თუ სერვისი. პლატფორმა გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას მისი ქონება უფრო საინტერესოდ წარმოაჩინოს. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიმარტივე და ბროკერებს შევთავაზეთ დახმარება, რომ საინტერესო ექაუნთები გაეხსნათ; ყველა ბანკს მიუხედავად იმისა, რომ თიბისი მთავარია, ეს არ ნიშნავს ხელმისაწვდომობის შეზღუდვას რომელიმე სხვა ბანკისთვის და მომხმარებელს, რომელსა დაფინანსება სჭირდება აქ გაეცნოს პირობებს, ასევე ნებისმიერი მომხმარებლისთვის მიზერულ ფასად ხელმისაწვდომია ქონების შეფასების სერვისი.
– ამ განვითარების პირობებში შესაძლოა იყოს ისეთი კომპანიები ან ადამიანები, რომლებიც ამ ეკოსისტემების ინსტრუმენტებს კარგად ვერ ფლობენ. ამ განვითარებაში როგორია თქვენი წვლილი, სერვისის შეთავაზების გარდა, როგორ ზრდით მომხმარებელს?
– ჩვენთვის ეკოსისტემის განვითარების მთავარი ამოცანა არის მოვახდინოთ cocreation, რადგან ეკოსისტემა ცოცხლობს მაშინ როდესაც სისტემას დაერთებულია სხვა მონაწილე, ჩვენი მიზანი სწორედ ის არის რომ დავეხმაროთ ნებისმიერი სერვისის მიმოწდებელს თავისი წვლილი შეიტანოს დატამონაცემების მართვაში, მიიღოს ინფორმაცია მიიღოს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნას და ააწყოს ბიზნესმოდელები. თითოეული მონაწილისთვის იქნება ბროკერი, დეველოპერი თუ უბრალო მომხმარებელი შესაბამისი სერვისი შევთავაზოთ, რომელიც მათ იდეეების გენერაციაში დაეხმარება. ეს არის პლატფორმა სადაც გამარტივებულია სასურველი ფასის, ლოკაციის თუ სამშენებლო ტიპის ყიდვა-გაყიდვა. ეკოსისტემაში ღირებულებების შექმნა ხდება ყველა მონაწილის ერთობლივი მონაწილეობით და საბოლო ჯამში ხეირიც ყველასთან თანაბრად ნაწილდება – ეს არის მთელი ფილოსოფია.
– ანუ მთავარია სინერგიული შედეგის მიღება. როგორია გათვლები ამ შემთხვევაში ფეიმენტ სისტემასთან დაკავშირებით.
– ჩვენი სტრატეგიაა, მომხმარებლებს გავუმარტივოთ და შევუქმნათ end to end ანუ დაწყებიდან ბოლომდე ყველა სერვისი. გვაქვს გეგმაში ამ სისტემაში დავამატოთ საჯარო სერვისებიც, ამ თვალსაზრისით აქტიურად ვთანამშრომლობთ საჯარო რეესტრთან. ახლებურად ვუყურებთ საგადამხდელო ბიზნესს (payment), რომელიც ბანკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამისთვის სტრატეგიული პრიორიტეტი მიგვენიჭებინა და ცალკე სეგმენტად გამოვყავით, ცალკე ბიზნესმიმართულებაა თავისი დამოუკიდებელი ვერტიკალით (მენეჯმენტით) და ყველა საგადახდო სისტემას ერთად მოვუყარეთ თავი. ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავავითარებთ, ეკოსისტემურად შევხედავთ. მაგალითად NFC -ტექნოლოგია, QR პეიმენთი ანუ ბანკი სთავაზობს მომხმარებელს გადახდის ყველანაირ შესაძლებლობას. გვსურს უფრო ახლოს ვიყოთ მოხმმარებელთან და გადახდის ყველა პროცესში ვმონაწილეობდეთ. კლიენტი ჩვენთვის ცენტრშია და მის ირგვლივ არსებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ მარტივი და გამჭვირვალე სერვისით. მაგალითად, tkt.ge-ში გვაქვს წილი და ჩართული ვართ ივენთ ფეიმენტის პროცესში. ჩვენი ამოცანაა მომხმარებელთან დღის განმავლობაში მის ირგვლივ არსებულ მოთხოვნებთან ვიყოთ ახლოს, შესაბამისად, გვაქვს ბევრი აქტივი როგორც offline, ასევე online. tbcpay თვითმომსახურების სფეროში ისევ რჩება მათთვის, ვინც ქეშს არის შეჩვეული. გვაქვს ონლაინ მსგავსი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაც. ეკოსისტემურ ხედვას აქაც შემოვიტანთ და მომხმარებელს ერთ მთლიან ჯაჭვის შევთავაზებთ.
– ეკოსისტემების განვითარების ფარგლებში თამამი იყო თიბისის განაცხადი ელექტრონული კომერციის პლატფორმა vendoo-სთან დაკავშირებით. ითქვა რომ, ეს არის ქართული ამაზონი. პლატფორმა სისტემაში გაეშვა, როგორია რეაგირება მომხმარებლისგან?
– vendoo-ს შექმნა მარტივი დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ. ქართველი მომხმარებლები ნივთის შესაძენად უმეტესად უცხოური ელექტრონული კომერციის პლატფორმით სარგებლობენ და საქართველოდან საკმაოდ დიდი ფული გადის. ამავდროულად შეძენილი ნივთის მისაღებად დროა საჭირო, სერვისულად რთული და თითქმის შეუძლებელია ნივთის დაბრუნება. გვსურს, რომ ანალოგიური სერვისები მიიღონ მომხმარებლებმა საქართველოში, მეორე მხრივ ფული დაილექება ქვეყანაში, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, მაგრამ კარგია ეროვნული ვალუტის კურსისთვის, ვისაც კი დაუტესტავს ყველა აღფრტოვანებულია სერვისით, არჩევანი ყოველდღიუარად იზრდება. გვაქვს პრეტენზია, რომ დიდწილად ჩაანაცვლოს უცხოური ელექტრონული კომერცია და ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ონლაინ შოპინგი საქართველოში განახორციელოს.
– თიბისი ჯგუფი საქართველოს ფარგლებსაც გაცდა. ბანკმა უზბეკეთის წამყვანი საგადახდო სისტემის Payme შეისყიდა და მაშინვე განაცხადეთ, რომ ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. როგორია გეგმები Payme-ს განვითარებასთან დაკავშირებით?
– ზოგადად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან არის ბევრი მაგალითი, რამაც ბევრ ჯგუფს არც თუ ისე კარგი შედეგი მოუტანა. ამას ვითვალისწინებთ, შესაბამისად ძალიან ფრთხილად გადავდგით ეს ნაბიჯი. უზბეკეთის მოსახლეობა 33 მლნ-ია და მომავალში იქ ბანკის გახსნაც გვინდა, ვთანამშრომლობთ ასევე აზერბაიჯანში Nikoil Bank-თან. გვაქვს ოფცია და როცა სურვილი გვექნება წილს მაშინ გამოვისყიდით. Payme-სთან დაკავშირებით სტრატეგიაა მომხმარებელთა ბაზის გაზრდა და მრავალფეროვნი სერვისების შეთავაზება. მომავალი წლიდან ვფიქრებთ ჰაუსინგის (livo.ge-ს) ანალოგიის შეთავაზებას.
– რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელება გიწევთ ეკოსისტემების განვითარებისთვის, რამდენად მოცულობითია ამ შემთხვევაში კაპიტალდაბანდება?
– ეკოსისტემების განვითარებისთვის დიდი ინვესტიცია ნამდვილად არ არის საჭირო. მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ამ პლატფორმების გასაკეთებლად ყველა რეკვიზიტი გვქონდა. ჰაუსინგ ეკოსისტემის განვითარებისთვის შევიძინეთ 90% წილი კარგად განვითარებულ, სწორად პოზიციონირებულ პლატფორმაში allproperty.ge, რომელსაც კვლავ ამ პლათფორმის დამფუძნებელი და მენეჯერი გიორგი ჩუმაშვილი მართავს, არ ვერევით ამ მართვაში. დიდი ინვესტიციები არ გაგვიხორციელებია, მაგრამ ეკოსისტემის განვიტარებისთვის მნიშვნელოვანია მთლიანი ღირებულების შექმნა, რომელსაც ქმნის მონაწილეთა რაოდენობა და რაც უფრო მეტია მონაწილე, მით მეტია მისი ღირებულება. ანუ მთავარი ამოცანა არ არის თუ რა შემოსავალს დააგენერირებს ეკოსისტემა (თუმცა რა თქმა უნდა ამასაც ვუყურებთ), მთავარია რა ღირებულებას შექმნის ის მომხმარებლისთვის.
– 6 ივნისს ლონდონში თიბისი ბანკმა ინვესტორთა დღეს უმასპინძლა. ბანკის მენეჯმენტმა საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო ეკოსისტემების განვითარების სტრატეგიას. რა უკუკავშირი მიიღეთ ინვესტორებისგან?
– ინვესტორთა დღეზე ძალიან დადებითად შეფასდა ჩვენი ეკოსისტემების სტრატეგია. საქართველოში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ეკოსისტემების ექსპანსიის გეგმას გავაგრძელებთ და მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად ეკოსისტემების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.