ცემენტის 28 სახეობიდან ევროსტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

თბილისი (BPI) – 2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის 9 პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. 9 ნიმუშიდან 4 საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.  შემოწმებული 28 ნიმუშიდან ცხრამეტმა 19 ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 5-მა კი 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<10 მპა).

აღსანიშნავია, რომ იმ 6 კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, 3 მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს, ხოლო დანარჩენი 19 პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით.

2019 წლის ივლისში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს  შეხვედრა ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც სააგენტოს გადასცეს კვლევის შედეგები და ასევე გააცნეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობა. შეგახსნებთ, რომ 2019 წლის 15 იანვრიდან  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …