ჩოგოვაძე არჩუაძემ ჩაანაცვლა – აეროპორტების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისი (BPI) – შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიორგი ჩოგოვაძე თამარ არჩუაძემ ჩაანაცვლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე ნათია თურნავამ წარადგინა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია  ამ დარგის კურატორად მუშაობს.

„ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების”  მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას”,  – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ უერთდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. „მინდა, ამ გუნდს შევმატო ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც ბოლო 20 წლის  განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით დავაგროვე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და ვიყოთ რეგიონში საუკეთესოები”, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …