ჩინეთმა პირველად გააგზავნა ყაზახეთში საავიაციო ნავთის პარტია

ჩინეთის ნავთობქიმიურმა კომპანია CNPC-მ სინძიანში (ქსინჯიანგ) ისტორიაში პირველად განახორციელა საავიაციო საწვავის მიწოდება ყაზახეთში.

როგორც Fineko/abc.az იუწყება, ჩინეთის ნავთობქიმიურმა კომპანია CNPC-მ, რომელიც სინძიანის პროვინციაში ოპერირებს, წარმატებით განახორციელა საავიაციო ნავთის პირველი მიწოდება ყაზახეთში.

მიწოდება შესრულდა 17 ავტოცისტერნის მეშვეობით, რომლებმაც 440 ტონაზე მეტი ნავთი გადაიტანეს.

ეს მიწოდება წარმოადგენს 1000 ტონაზე გაფორმებული კონტრაქტის შესრულების პირველ ეტაპს. ამ ნაბიჯით ჩინეთი ყაზახეთის რესპუბლიკის საავიაციო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ახალ, მნიშვნელოვან მიმწოდებლად იქცევა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …