ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მან, ასევე, ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო.

მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის – 7.7 პროცენტამდე.

„პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …