ვეტერანთა დღის პატივსაცემად, 17 ოქტომბერს, სილფესტის აქცია საქველმოქმედოა. თითოეული პაკეტის გააქტიურებიდან შემოსული თანხა, სრულად ირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაირთოს ერთი ან რამდენიმე პირობა, ასევე გაუაქტიუროს სხვას, შეთავაზებიდან სასურველი:
- 200 ადგილობრივი წუთი – 5₾
- 3,000 მბ მობილური ინტერნეტი – 5₾
- ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
- ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23₾
სილქფესტის პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია 30 დღით, კოდით *202#, აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან.
სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტები, რომლებიც გაიაქტიურებენ 17 ოქტომბრის საქველმოქმედო „სილქფესტს“, მონაწილეობას იღებენ ქველმოქმედებაში. ამ აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას.
ვეტერანებსა და დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვა სილქნეტმა 2018 წლიდან დაიწყო, როცა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია დაისახა მიზნად. დაარსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელმაც დაარსებიდან დღემდე 1.5 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო.
კომპანია სილქნეტი წლიურად 300 000 ლარით აფინანსებს ფონდს. გარდა ამისა, ყოველ წელს მატულობს შემომწირველი კომპანიებისა და კერძო პირების რაოდენობა.
ფონდში გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამაც გაიღო მნიშველოვანი შემოწირულობა, ხოლო მის მმართველობაში მრჩეველთა საბჭოს სახით გაწევრიანდნენ ვეტერანების მხარდაჭერის საკითხებში ამერიკელი ექსპერტები. შედეგად, ფონდის წლევანდელი დაფინანსება უფრო მასშტაბურია. მიმდინარე წელს 300 000 ლარით 25 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს გაეწია დახმარება. ასევე, ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარის შეძენა. წლის ბოლომდე ფონდი გეგმავს კიდევ უფრო მეტი სახსრების გამოყოფას კრიტერიუმებით განსაზღვრული დახმარებების დასაფინანსებლად.
შემოწირულობის მსურველებისთვის ფუნქციონირებს ფონდის სპეციალური საქველმოქმედო ნომერი – 0 901 777 771. თითო განხორციელებული ზარიდან შემოსული ერთი ლარი ფონდის ანგარიშზე ირიცხება.
ფონდის ვებ გვერდიდან დონაციაში ჩართვა
ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშზე: GE10BT0360001052300001.