საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს “მაქს ექსპრესს” საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
შპს “მაქს ექსპრესის” ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შპს “მაქს ექსპრესს”-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
შპს “მაქს ექსპრესს”-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, (შპს “მაქს ექსპრესს”-ის ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.