შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ

3 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ჰილიდეი ინნ თბილისში“ (მის: 26 მაისის მოედანი)  ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით  სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე:  „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“.  შეხვედრის ფარგლებში მოხდება „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

შეხვედრის  მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და   მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება.  მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი  50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …