შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ

27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით  სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე:  „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“.  შეხვედრის ფარგლებში მოხდება „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

შეხვედრის  მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და   მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება.  მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი  50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …