„შესაძლებლობა გვექნება ჭარბი ენერგია გავიტანოთ ევროპის ბაზარზე“ – დავით ნარმანია შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობაზე

„შესაძლებლობა გვექნება ჭარბი ენერგია გავიტანოთ ევროპის ბაზარზე“ – ამის შესახებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის (სემეკი) თამვჯდომარე დავით ნარმანიამ კომერსანტის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ევროპაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც საქართველოს შესაძლელობას მისცემს შემოსავლები გაზარდოს.

„შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. უფრო კონკრეტულად, საუბარია ერთის მხრივ შავი ზღვის ტექნიკურ კვლევავაზე, ხოლო  მერეს მხრივ საქართველოსა და რუმინეთის მიმღები ინფრასტრუქტურის მოკვლევაზე. პირველადი შედეგებიდან მიღებული ინფორმაცია პოზიტიურია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  ეს კვლევა ბოლომდე მივიყვანოთ და გადავიდეთ ტექნიკური პროექტირების ფაზაზე.  ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ შესაძლებლობა გვექნება პირდაპირ დავუკავშირდეთ ევროპის  ენერგეტიკულ ბაზარს. აქამდე ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ეს გარემოება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია გავიტანოთ ევროპის ბაზარზე. ჩვენ ვხედავთ რომ ევროპის ბაზარზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მაღალია და ეს ტენდეცია გაგრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა იზრდება და კიდევ უფრო ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენი რესურსების ექსპორტით უკვე დამატებით შემოსავალს მიიღებს საქართველო“.აცხადებს დავით ნარმანია

ინფორმაციისთვის, „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე – 1000 მგვტ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …