შესაბამის დროს, შესაბამისი დოზით – სებ-ის პრეზიდენტი რეზერვების ხარჯვაზე

თბილისი (BPI) – „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების ადეკვატური დონის შენარჩუნება და მეც არაერთხელ მითქვამს ბერკეტებიდან, რაც გვაქვს, ერთ-ერთია ინტერვენცია. მუშაობს გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეულ დროს. ჩვენ ზუსტად ასე გამოვიყენეთ”, – სებ-ის პრეზიდენტი სსფ-ის . მიმოხილვის დასრულებაზე ფიქრობს რომ  კარგი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის, შიდა ინვესტორებისთვის.

საერთაშორიოს სავალუტო ფონდი სებ- ს სავალუტო ინტერვენციების შეზღუდვისკენ მოუწოდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ტაო ჟანგის თქმით, ინტერვენციების მხოლოდ გადაჭარბებული ვოლატილობის შემთხვევაში ან რეზერვების შესავსებად გამოიყენება.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …