“შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისი (BPI) – სასტუმრო „შერატონში“ იტალიური ბრენდის – ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის პარტნიორია თიბისი.

ტონინო ლამბორგინი იტალიური წარმომავლობის საერთაშორისო ბრენდია, რომლის პორტფოლიო სხვადასხვა ქვეყანაში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიები, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სხვა.

ბრენდის პრემიუმ კლასის პირველი კაფე-კიოსკი თბილისში უკვე ფუნქციონირებს. ტონინო ლამბორგინის პრემიუმ კლასის იტალიური ყავა საქართველოში 50-მდე ობიექტშია წარმოდგენილი, მათ შორის სასტუმროებში – „შერატონი“, „ამბასადორი“, „სევსამორა“, ასევე სხვადასხვა რესტორნისა და საკვები ობიექტის ქსელებში.

ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში Tonino Lamborghin-ის დამატებით პრემიუმ კლასის 5 კიოსკის, რესტორნის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა.

ბრენდის ხშირი მომხმარებლებისთვის Tonino Lamborghin Club Member ბარათიც შეიქმნა, რომლითაც ბრენდის ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს.

 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …